International Organization For Migration

         arrow მთავარი გვერდი  
ცენტრის შესახებ
რჩევები სამუშაოს მაძიებელს
როგორ შევადგინოთ რეზიუმე(CV)
რეზიუმეს ნიმუშები
როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილის ნიმუშები
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის
როგორ მოვიქცეთ გასაუბრებისას
გასაუბრება და თქვენი ჟესტიკულაცია

        arrow სტატისტიკა  
სტატისტიკა
მომსახურების შესახებ
Ostati.ge


ცენტრის შესახებ
 
ცენტრი დაფუძნდა 2007 წლის ივნისში მიგრაციის საერთაშორისო ორგანზაციის (მსო) საქართველოს მისიის მიერ, ჩეხეთისა და პოლონეთის რესპუბლიკების მთავრობათა ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრი დაკომპლექტებულია შრომის ბაზრისა და პროფესიული ორიენტაციის სფეროს სპეციალისტებით (შრომის ეკონომისტები, ფსიქოლო- გები და სოციოლოგები).
 
  ცენტრის მიზანია მოემსახუროს სამუშაოს მაძიებელთა სხვადასხვა კატეგორიებს შემდეგ სფეროებში:  
გაუწიოს პროფესიული კონსულტაცია სამუშაოს მოძიების საკითხებზე;
მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობების შესახებ;
დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელთა პირველადი შერჩევა და დამსაქმებლისათვის კონკრეტული კანდიდატურების შეთავაზება;
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს CV–ის კვალიფიციურ დონეზე შედგენა და დამსაქმებლისათვის გადაგზავნა;
გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების საკითხებზე;
მიაწოდოს ინფორმაცია ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საქართველოში არსებული სისტემის შესახებ;
სპეციალური პროგრამების ბენეფიციარებს დაეხმაროს პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და საკუთარი ბიზნესის დაწყება/გაფართოებაში.
  აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად ცენტრს გააჩნია შესაბამისი კომპიუტერული ბაზა და პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების რეგისტრაციისათვის. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ოპერატიულად იქნეს მოძიებული კონკრეტული ვაკანსიის შესაფერისი კანდიდატურა და კონკრეტული სამუშაოს მაძიებლის შესაფერისი ვაკანსიები (მონაცემთა ბაზაში ასეთის არსებობის შემთხვევაში).  
  ცენტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. საჭიროა მხოლოდ ცენტრში მოსვლა კვირის სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 10-დან 17 საათამდე. სამუშაოს მაძიებლმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  
  ცენტრის წარმატებული საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა.  
  დამსაქმებელს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეუძლია როგორც უშუალოდ ცენტრთან დაკავშირებით, ისე ცენტრის ვებ-გვერდზე www.jcrc.ge განთავსებული ფორმის "განაცხადი ვაკანსიის შესახებ" შევსებით. ცენტრი უზრუნველყოფს ვაკანსიის შესაფერისი კანდიდატურის მოძიებას მონაცემთა ბაზიდან, სამუშაოს მაძიებელთან დაკავშირებას და დამსაქმებელთან შეხვედრის ორგანიზებას. საბოლოო შეთანხმება, რა თქმა უნდა, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის პრეროგატივაა.  
  დასაქმებაზე კონსულტაციისა და მიმართვის ცენტრი ქ. ბათუმში  
2008 წლის სექტემბერიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ”დასაქმებაზე კონსულტაციისა და მიმართვის ცენტრი” ფუნქციონირებს ქ. ბათუმში.
  ცენტრების მომსახურება უფასოა როგორც სამუშაოს მაძიებლისათვის, ისე დამსაქმებლისათვის!  



        arrow მსო  
მიგრაციის მართვა
ყველას სასარგებლოდ
პროფესიული გადამზადება
და
მცირე ბიზნესის განვითარება
დევნილებისთვის

        arrow სიახლე  

ფოტო გალერეა

თბილისის მერიის
ინგლისურისა და კომპიუტერის
სწავლების უფასო კურსები
ვრცლად
ვრცლად
უფასო სწავლება